საზღვარზე აფართოებს ევაკუაციის ოპერაციას, უკრაინის შეჭრის შეკავების მცდელობის ფონზე

მოსკოვმა 12 აგვისტოს უკრაინის მოსაზღვრე არეალებიდან მოქალაქეების ევაკუაციის ოპერაციის გაფართოების ბრძანება გასცა, იმ ფონზე, როცა მისი ძალები ცდილობენ შეაკავონ უკრაინის არმიის მხრიდან ს ტერიტორიაზე უპრეცედენტო შეჭრა.
“საგანგაშო დილა დაგვიდგა. კრასნოიარუჟსკის რაიონის საზღვარზე მტრის აქტივობაა. მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის ვიწყებთ კრასნოიარუჟსკის რაიონში მცხოვრები ადამიანების გადაადგილებას უფრო უსაფრთხო ადგილებში” – ამბობს სამხრეთ-დასავლეთის ბელოგოროდის რეგიონის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ტელეგრამით. გლადკოვი არ აკონკრეტებს რამდენი ადამიანი ექვემდებარება ევაკუაციას და სად გადაყავთ ისინი.
უკრაინის ძალებმა კიდევ 30 კილომეტრით წაიწიეს წინ, რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციაში მას მერე, რაც 2022 წლის თებერვალში მოსკოვი ში შეიჭრა სამხედრო ძალით.
მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვამ შეძლო გარდაეტაცა 18 დრონი, რომლებიც ღამით მ გაუშვა კურსკის, ბელგოროდის და ვორონეჟის რეგიონებისკენ. სამინისტრო არ აკონკრეტებს დრონების მთელ რაოდენობას.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი – სხვადასხვა ტიპისა და სიმძლავრის გენერატორები გაგზავნა

ანი ნადარეიშვილი – როცა ბაჩო პირველ წრეზე იჯდა ციხეში, ფარცხალაძე მთავარი პროკურორი იყო და კაბინეტში „აკაჩავებდა“ მოწმეებს და მოსამართლეებს – მაშინდელი სუს-ის უფროსი, „ქოცების“ „ფილარმონია” კაცი ლილუაშვილიც გვერდზე საკანში უზის ბაჩოს