გიორგი მუჩაიძე – როდესაც ხელისუფლება აშშ-სთან ურთიერთობებში „გადატვირთვის“ მოთხოვნას აყენებს, საზოგადოებამ და პარტნიორებმაც უნდა იცოდნენ რა იგულისხმება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაში

თბილისში ამერიკული ორპარტიული დელეგაციის ვიზიტის მიზეზებზე, მიზნებსა და შედეგებზე, ამ ვიზიტზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის რეაქციაზე “ინტერპრესნიუსი“ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი მუჩაიძეს ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, გასულ შაბათ-კვირას თბილისში ამერიკული ორპარტიული დელეგაციის ვიზიტი შედგა.
ამერიკულ დელეგაციაში იყვნენ ქართული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სენატორი ჯიმ შახინი და კონგრესმენი მაიკლ ტერნერი. ამ ვიზიტის მიზეზებზე, მიზნებსა და შედეგებზე გვინდა გესაუბროთ. დავიწყოთ თავად ფაქტით.
თქვენი აზრით რა მიზეზითა და მიზნით იყვნენ ჩამოსული თბილისში ამერიკელი პოლიტიკოსები?
– 2024 წელი ძალიან მნიშვნელოვანი წელია, არჩევნები მოდის და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები გაღრმავების ნაცვლად, სამწუხაროდ, უარესდება და კალაპოტიდანაა ამოვარდნილი.
საქართველოში ვიზიტის მიზეზად თავად სტუმრებმა რამდენიმე დაასახელეს. ერთ-ერთი სწორედ ისაა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კალაპოტიდანაა ამოვარდნილი, რის გამოც სწუხან და უნდათ რომ ორმხრივი ურთიერთობები ნორმალურ ურთიერთობებს დაუბრუნდეს. რამდენადაც საარჩევნო წელია, მათ სურთ რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს და მასში საერთაშორისო დამკვირვებლებმა მიიღონ მონაწილეობა.
მათთვის ასევე მნიშვნელოვანია წუხილები იმაზე, რომ ხელისუფლებამ ავტოკრატიული ტენდენციები გამოავლინა. მათი აზრით, დემოკრატიიდან გადახვევა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას. ეს კი ცუდად აისახება ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე.
საქართველოში ვიზიტის მიზეზად თავად სტუმრებმა რამდენიმე დაასახელეს. ერთ-ერთი სწორედ ისაა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კალაპოტიდანაა ამოვარდნილი, რის გამოც სწუხან და უნდათ რომ ორმხრივი ურთიერთობები ნორმალურ ურთიერთობებს დაუბრუნდეს. რამდენადაც საარჩევნო წელია, მათ სურთ რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს და მასში საერთაშორისო დამკვირვებლებმა მიიღონ მონაწილეობა
შესაბამისად, ისინი საქართველოში საკუთარი მხარდაჭერის დასაფიქსირებლადაც ჩამოვიდნენ. თბილისში ჩამოსვლით მათ სურდათ ამ ორი მიმართულებით გაჩენილი ტენდენცია შეეცვალათ.
– თქვენთან შეხმიანებამდე გადავხედე მათ განცხადებებს. ამ განცხადებებში ყველაზე ხშირად გამოიყენება სიტყვები – „გვაღელვებს“, „შეშფოთებული ვართ“, „იმედგაცრუებული ვართ.“ თბილისში ვიზიტის ფარგლებში მათ პრემიერთან, პრეზიდენტთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ჰქონდათ.
შედეგებზე ჯინ შახინმა და მაიკ ტერნერმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. თქვენი დაკვირვებით ამ ვიზიტის ფარგლებში მათ რა გაიგეს?
– პირადი ვიზიტები ყოველთვის მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინფორმაციის მოპოვება დისტანციურადაც, საელჩოდან და მედიასაშუალებებიდანაც შეიძლება. პირდაპირ კონტაქტებს არ შეუძლიათ შეცვალოს ის, რისი მიღებაც პირად შეხვედრებზე შეიძლება.
ამერიკელი სტუმრების ერთ-ერთი დასკვნა ის იყო, რომ საქართველოში არც საპარლამენტო უმრავლესობა და არც მთავრობა არაფერს არ წყვეტს. აქ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი, რომლის ინსტრუქციებითაც მოქმედებს მთელი მმართველი გუნდი. ამის გამო ჰქონდათ მათ სურვილი რომ შეხვედროდნენ ბიძინა ივანიშვილს.
„დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ ორპარტიულ დელეგაციას თბილისში ყოფნისას უნდოდათ მიეწვდინათ ჩვენი ხელისუფლებისთვის და ამ ხელისუფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირისთვის ივანიშვილისთვის ამერიკული მესიჯი, მაგრამ იგი მათ არ შეხვდა.
ამერიკელი სტუმრების ერთ-ერთი დასკვნა ის იყო, რომ საქართველოში არც საპარლამენტო უმრავლესობა და არც მთავრობა არაფერს არ წყვეტს. აქ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი, რომლის ინსტრუქციებითაც მოქმედებს მთელი მმართველი გუნდი. ამის გამო ჰქონდათ მათ სურვილი რომ შეხვედროდნენ ბიძინა ივანიშვილს
მათ უნდოდათ მისთვის ეთქვათ – მიუხედავად იმისა, -ში საპრეზიდენტო არჩევნებში ვინ გაიმარჯვებს, ტრამპი თუ ჰარისი, ქართველო ხალხის ატლანტიკური და ევროპული მისწრაფებისადმი ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს. ასევე დემოკრატიული განვითარების კუთხით.
– ჩვენ მოვისმინეთ ამერიკულ დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე პრემიერის განცხადებები. შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ჯიმ შახინმა გამოთქვა წუხილი იმის გამო რომ გაუარესებულ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე პასუხისმგებლობა პრემიერ ს თავის თავზე არ აუღია.
შეხვედრისა და სტუმრების მიერ ჩატარებულ შემაჯამებელ პრესკონფერენციამდე პრემიერმა თქვა, რომ ამერიკელ პოლიტიკოსებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის კანონზე“ არაფერი უთქვამთო. შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე სტუმრებმა ამაზეც გაამახვილეს ყურადღება.
თქვენ როგორ შეაფასებდით ამერიკულ გზავნილებზე ხელისუფლების რეაქციას და იმასაც, რომ ბატონმა ივანიშვილმა მათთან შეხვედრაზე უარი თქვა?
– რეალურად, ამ თემაზე რა განცხადებებსაც აკეთებს მმართველი პარტია, მხედველობაში მაქვს ის, რომ ისინი მოწადინებული არიან ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში, მათ ამ განცხადებებს მათ მიერვე გადადგმული ნაბიჯები ეწინააღმდეგება.
ამაზე ამერიკელმა პოლიტიკოსებმა შენიშნეს – ამ თემაზე ზოგადი საუბრების მიღმა არაფერი კონკრეტული არც ნაბიჯები იდგმება და არც კონკრეტული გეგმა არ ჩანს. მათი თქმით, ამერიკულ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესებისა და გაღრმავების მზაობა არც პრემიერს ჰქონია და არც თავდაცვის მინისტრს, რომელსაც ისინი შეხვდნენ.
თუ „გადატვირთვაზეა“ საუბარი, არც ის ჩანს ქართული მხარე რა საკითხებში აპირებს ამერიკასთან გადატვირთვას. ანუ, ხელისუფლების საუბრები იმაზე, რომ სურთ ამერიკასთან კარგი ურთიერთობა, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, ცარიელ სიტყვებად რჩება.
მათივე თქმით, „ქართული ოცნების“ ნაბიჯებიდან გამომდინარე დემოკრატიული განვითარებისა და რეფორმების კუთხით, ასევე ევროატლანტიკური განვითარების კუთხით ნაბიჯები წინ კი არა უკან იდგმება.
ჩემთვის ძნელი დასაჯერებელია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის კანონთან“ დაკავშირებით სტუმრებს პრემიერთან შეხვედრაზე არაფერი უთქვამთ. ამ თემაზე ყველა განცხადებაში ამერიკელების სწორედ ამაზე საუბრობენ, პრესკონფერენციაზეც ისაუბრა როგორც შახინმა, ისე ტერნერმა.
რაც შეეხება იმას, მათ რატომ არ შეხვდა ივანიშვილი. ვერ გეტყვით, ივანიშვილის თავში რა იხარშება არ ვიცი. როგორც პრემიერ-მინისტრმა მ გააჟღერა – ამერიკის მხრიდან არის რაღაც ნაბიჯები გადასადგმელი, რომლის შემდეგაც ივანიშვილს პოზიტიური რეაქცია ექნება.
რაც შეეხება იმას, მათ რატომ არ შეხვდა ივანიშვილი. ვერ გეტყვით, ივანიშვილის თავში რა იხარშება არ ვიცი. როგორც პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ გააჟღერა – ამერიკის მხრიდან არის რაღაც ნაბიჯები გადასადგმელი, რომლის შემდეგაც ივანიშვილს პოზიტიური რეაქცია ექნება
რეალურად ეს რა უნდა იყოს, სრულიად გაუმჭვირვალეა. ამაში ძალიან კარგად მჟღავნდება ჩვენში დამკვიდრებული ოლიგარქიული მმართველობის ხასიათი. ხელისუფლება ხალხს არ ეუბნება რა არის ის პრობლემატური საკითხი, რის გამოც ხელისუფლებამ ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს გადაუხვია.
როდესაც ხელისუფლება გლობალური ომის პარტიაზე საუბრობდა, საზოგადოებას ბოლომდე არც არაფერს ეუბნებოდა, არადა იგი სრულ გამჭვირვალეობას არასამთავრობო სექტორისაგან მოითხოვდა. ხელისუფლება თავისივე განცხადებებით 70% არ არის გაუმჭვირვალე. მოსახლეობასთან ასეთი რებუსებით საუბარი, რის გამოც ივანიშვილი სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპასთან ინტეგრაციას, ძნელი სათქმელია.
იგივე პრემიერისა და მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებით შეიძლება ვარაუდის გამოთქმა, რომ ივანიშვილის ამერიკელებთან არ შეხვედრა დაკავშირებული იყო ივანიშვილის საბანკო აქტივების გაყინვასთან. ფაქტობრივად, ივანიშვილი ქვეყნის ინტერესებს თავისი ფულის უსაფრთხოებაზე წინ აყენებდა. ასეთი პირადი მერკანტილური ინტერესების გამო ივანიშვილი ვაჭრობს ეროვნული ინტერესებით.
ივანიშვილის ამერიკელებთან არ შეხვედრა დაკავშირებული იყო ივანიშვილის საბანკო აქტივების გაყინვასთან. ფაქტობრივად, ივანიშვილი ქვეყნის ინტერესებს თავისი ფულის უსაფრთხოებაზე წინ აყენებდა. ასეთი პირადი მერკანტილური ინტერესების გამო ივანიშვილი ვაჭრობს ეროვნული ინტერესებით
– ბევრი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ამერიკული დელეგაციის წევრებს უნდოდათ ივანიშვილთან მოახლოებულ არჩევნების ჩატარების წესებზე საგნობრივი საუბარი და გარკვეული შეთანხმებების მიღწევა.
ამ მოსაზრების გასამყარებლად ბევრი იხსენებს 2003 წლის აგვისტოს, როდესაც არჩევნების წინ, 2003 წლის აგვისტოში თბილისში აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი და შევარდნაძის მეგობარი ბეიკერი ჩამოვიდა. მაშინ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით პრესაში დამკვიდრდა ტერმინი ე.წ „ბეიკერის ფორმულა’.
მაშინ, საქართველოს ხელისუფლება ვაშინგტონზე ბევრი თვალსაზრისით იყო დამოკიდებული, ახლა ბევრად განსხვავებული სიტუაციაა, მაგრამ, შეიძლება იმაზე საუბარი, რომ ამერიკელებთან არ შეხვედრით, ივანიშვილმა თავი აარიდა მოახლოებული არჩევნების ჩატარების წესებზე საუბარს?
– 2003 წელს ბეიკერის ვიზიტი იყო გაფრთხილება, რომ თუ არჩევნები არადემოკრატიულად ჩატარდებოდა, არჩევნების შედეგებს აშშ არ აღიარებდა. არ გამოვრიცხავ, რომ ამერიკული დელეგაციის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ახლაც ამგვარი იყო.
ამის გარდა, სენატორების გარდა თბილისში იმყოფებოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ერთ-ერთი მოადგილე, რომელსაც ივანიშვილი არ შეხვდა. მსგავსი გზავნილი თბილისში მანაც ჩამოიტანა. ახლაც, აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოებიდან გზავნილი, თანაც ორპარტიული ახლაც გაჟღერდა.
2003 წელს ბეიკერის ვიზიტი იყო გაფრთხილება, რომ თუ არჩევნები არადემოკრატიულად ჩატარდებოდა, არჩევნების შედეგებს აშშ არ აღიარებდა. არ გამოვრიცხავ, რომ ამერიკული დელეგაციის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ახლაც ამგვარი იყო
მე ნაკლებად მგონია, რომ თუ ივანიშვილი ამერიკელ პოლიტიკოსებს შეხვდებოდა, მასზე არ იქნებოდა საუბარი საარჩევნო კანონმდებლობაში რომელიმე კანონის მუხლის შეცვლაზე, ამაზე სასაუბროდ ისინი თბილისში არ ჩამოვიდოდნენ.
შესაძლოა, ამ შეხვედრაზე ესაუბრათ მთავარ პრინციპზე, რომ არჩევნებზე დამკვირვებლები შეუზღუდავად ყოფილიყვნენ დაშვებული. არჩევნები არ არის მხოლოდ არჩევნების დღე.
არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის ბევრ რამეს აქვს მნიშვნელობა. ხალხის დაშინება, ცემა-ტყეპა, სასურველ საარჩევნო გარემოს ნამდვილად არ ქმნის, რადგან იგი თანაბარი და უსაფრთხო უნდა იყოს. ამის მოთხოვნა იქნებოდა ამ შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი.
როდესაც ხელისუფლება აშშ-სთან ურთიერთობებში „გადატვირთვის“ მოთხოვნას აყენებს, საზოგადოებამ და პარტნიორებმაც უნდა იცოდნენ რეალურად რა იგულისხმება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაში.
ამიტომ, ამერიკელ პარტნიორებს უნდოდათ ივანიშვილისგან მოესმინათ თუ რას გულისხმობს იგი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაში.
– დამკვირვებელთა ნაწილი, თავად იმ ფაქტს, რომ მთავრობა თვლის რომ აშშ-სთან ურთიერთობა გადასატვირთია, რუსული პოლიტიკის გამარჯვებად და საქართველოს დასავლური კურსის ჩავარდნად მიიჩნევს.
დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, როცა „ქართული ოცნება“ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბრობს, დაახლოებით ასეთ რამეს გულისხმობს – „ყოველგვარი პირობების გარეშე მიგვიღეთ ისეთი, როგორიც ვართ“!
სავარაუდოდ, რამდენად საფუძვლიანია ამგვარი მტკიცებები?
– თუ „ქართული ოცნების“ გზავნილებს შევხედავთ, დღევანდელი მმართველი გუნდი თვლის – რაც კრიტიკული აზრი არსებობს, ან მედიაში, ან არასამთავრობო სექტორში, თუ ჩვენ მიღებული კანონით მათ წინააღმდეგ დამსჯელ ზომებს ვიღებთ, ეს მიიღეთ როგორც ძალიან ადეკვატური ქმედებები, ამის წინააღმდეგ ძალიან არ წახვიდეთ, რადგან ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური ველის დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადამიანების, ასევე მედიის სრულად მოსასუფთავებლად. ამიტომ, ამ მხრივ ამერიკიდან და დასავლეთიდან წინააღმდეგობა არ უნდა იყოს.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ესაა. ე.წ. „უცხო ქვეყნის აგენტების კანონი“ გამჭვირვალეობისთვის მიღებული კანონი არაა.
გამჭვირვალეობისთვის რომ იყოს მიღებული, შესაძლებელი იქნებოდა არსებულ კანონებში ერთ-ორი შესწორების შეტანა, მუხლის ჩამატება და დამატებით მოხდებოდა არასამთავრობოების მიერ მიღებული ფინანსების დეკლარირება. ეს ისედაც ხდება, რადგან ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ამას აკეთებს.
ხელისუფლებას უნდა რომ პოლიტიკური სივრცის ეს ე.წ. მოსუფთავების პროცესზე აშშ-სა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს რეაქცია არ ჰქონდეს
მეც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარ და ვიცი, ნებისმიერი პროექტი, რომელიც საქართველოში ხორციელდება, ევროკავშირის ეგიდით იქნება ეს თუ ნატოს ეგიდით, ან სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩვენი ევროპელი პარტნიორების მონაწილეობით, ყველაფერი დეკლარირება. ამას თავად პარტნიორები ითხოვენ რა კარგი და ჩვენთვის მნიშვნელოვან საქმეს არ უნდა აკეთებდნენ.
მმართველი გუნდის სურვილია ამ ადამიანების დემონიზაცია მოხდეს, და პოლიტიკური სივრცე კრიტიკული მედიისაგან მოსუფთავდეს. ხელისუფლებას უნდა რომ პოლიტიკური სივრცის ეს ე.წ. მოსუფთავების პროცესზე აშშ-სა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს რეაქცია არ ჰქონდეს.
– თქვენი აზრით, საქართველოდან ვაშინგტონში ჩასული ჯინ შახინი და მარკ ტერნერი რა ამბებს ჩაიტანდნენ და ეს როგორ აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე?
– მათ თბილისში თქვეს და იმავეს გაიმეორებენ ვაშინგტონში – საქართველოში ერთი კაცის ხელშია ყველაფერი, რადგან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ის ერთი კაცი იღებს და ის კაცი გახლავთ .
მათ ასევე გააჟღერეს ის, ამ სიტყვების უკან, ხელისუფლება გადატვირთვას ეძახის, და თითქოს მისი მიზანი საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაა, საქართველოს ხელისუფლებას ამ მიმართულებით რაიმე კონკრეტული ნაბიჯის გადადგმის გეგმა არ აქვს.
„ქართული ოცნების“ განცხადებების უკან რეალური ნაბიჯები არ არის დაგეგმილი. ასე რომ ხელისუფლების განცხადებები რომ მას ამერიკასთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს და ქვეყანა ევროკავშირში მიჰყავს, მას მხოლოდ ფასადად სჭირდება.
„ქართული ოცნების“ განცხადებების უკან რეალური ნაბიჯები არ არის დაგეგმილი. ასე რომ ხელისუფლების განცხადებები რომ მას ამერიკასთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს და ქვეყანა ევროკავშირში მიჰყავს, მას მხოლოდ ფასადად სჭირდება
ხელისუფლების გზავნილები ძალიან ჰგავს რუსულ გზავნილებს იმის შესახებ რომ ამერიკა საქართველოში რევოლუციებს აწყობს, რომ აქ ჩანერგილი არიან ს აგენტები, რომლებიც ცდილობენ ჩამოშალონ თითქოს სახალხო ხელისუფლება. ხელისუფლება ერთ პერიოდში იმას ამბობდა, რომ ამერიკა აქ ტერორისტულ აქტებსაც აფინანსებდა.
ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს გლობალური ომის პარტიის წინააღმდეგ ბრძოლას. რუსეთში მათ „ომის პარტიას“ ეძახიან. ფაქტია, რომ ხელისუფლება რუსული მესიჯ ბოქსებით ესაუბრება საზოგადოებსაც და პარტნიორებსაც, ე.წ. „გადატვირთვის“ პოლიტიკა რუსების მოთხოვნაა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის კანონიც“ რუსების მოთხოვნით იქნა მიღებული. მიღებულმა კანონმა უკვე ავნო საქართველოს. იგი კიდევ მეტად ავნებს, როცა მასში შესწორებებს შეიტანენ.
– სავარაუდოდ, რა ბედი ეწევა სენატსა და კონგრესში ინიციირებულ კანონს „მეგობარი აქტის“ შესახებ, რომელზეც სენატსა და კონგრესში ახლა მუშაობენ?
– „მეგობრის აქტმა“ წინ წაიწია და ვფიქრობ, რომ აშშ-ში მის მიღებას არ დააყოვნებენ და სენატსა და კონგრესში იგი მიღებული იქნება და შევა ძალაში. კანონის საბოლოო ვერსია არ ვიცით როგორი იქნება, მაგრამ, ჩემი ვარაუდით, ორივე წარმოდგენილი ვერსიის შეჯერებულ ვარიანტს მიიღებენ.
ამ კანონში კარგად იქნება გაწერილი აშშ-ს მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ, რომელსაც სურს ევროკავშირი და ნატო. თუ ამ კურსს „ქართული ოცნება“ განახორციელებს, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, მასში საუბარი იქნება თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღოს საქართველომ ამერიკასთან ურთიერთობით.
თუ „ქართული ოცნება“ ხალხის ნების წინააღმდეგ წავა, მაშინ აშშ ქართველ ხალხს მათი მისწრაფებების განხორციელებაში დაეხმარება
საუბარია აშშ-სთან უვიზო მიმოსვლაზე, აშშ-სთან თავისუფალ ვაჭრობაზე, ასევე საუბარია დამატებით ინვესტიციებისა და დახმარებების მიღებაზე. ეს კანონი არ იქნება როგორც „ქართული ოცნება“ საუბრობს, როგორც „დამსჯელ კანონ“, იგი იქნება „საქართველოს მასტიმულირებელი კანონი“, ანუ ხალხის ნების განმხორციელებელი. თუ ამას „ქართული ოცნება“ გააკეთებს, კარგი, იქნება, რადგან მას ქვეყნისთვის ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია.
თუ „ქართული ოცნება“ ხალხის ნების წინააღმდეგ წავა, მაშინ აშშ ქართველ ხალხს მათი მისწრაფებების განხორციელებაში დაეხმარება.
– ვნახეთ, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები ვაშინგტონში საქართველოდან კარგი შთაბეჭდილებების არ წასულან. თქვენი აზრით, აქედან ჩასულები სენატსა და კონგრესში რას ეტყვიან?
– რაც ნახეს, იმას ეტყვიან. ეტყვიან იმას, რომ საქართველოში ერთი კაცი მართავს ქვეყანას. იმასაც, რაც მათ ხელისუფლებამ უთხრა, რაზეც ხელისუფლება რეალურად არ საუბრობს. ჩემი ვარაუდი გითხარით, რომ „ქართული პრეტენზიები“ ამერიკელების მიმართ არის ერთ-ერთ ბანკის მიერ ივანიშვილისთვის ფინანსების გაუცემლობა. რაც აბსურდია. რადგან, ივანიშვილს იმ ბანკთან კონკრეტული კონფლიქტი აქვს. საუბარია იმ ბანკზე, რომელსაც თავისი პრობლემები ჰქონდა. საერთოდ, ვიცით, რომ პრობლემური ბანკია.
„ქართული პრეტენზიები“ ამერიკელების მიმართ არის ერთ-ერთ ბანკის მიერ ივანიშვილისთვის ფინანსების გაუცემლობა. რაც აბსურდია. რადგან, ივანიშვილს იმ ბანკთან კონკრეტული კონფლიქტი აქვს. საუბარია იმ ბანკზე, რომელსაც თავისი პრობლემები ჰქონდა. საერთოდ, ვიცით, რომ პრობლემური ბანკია
„ქართული ოცნება“ ამ ბანკის პრობლემებს „გლობალური ომის პარტიას“ და დასავლეთს უკავშირებს. მათი ადრე გაჟღერებული მოთხოვნების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ივანიშვილის ფინანსების საკითხი დაეყენებინა.
ამასთან ერთად, ჩვენი ხელისუფლება აფიქსირებს სხვა მოთხოვნებს, რომ აშშ და დასავლეთი ე,წ, „გამჭვირვალეობის კანონის“ წინააღმდეგ არ უნდა წავიდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციები არ უნდა დააფინანსონ, „მეორე ფრონტის“ გახსნას და „რევოლუციებს“ ხელი არ უნდა შეუწყონ. ეს აბსურდული ბრალდებებია, რომელიც არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება.
„ქართული ოცნება“ ითხოვს ამერიკას საქართველოში ავტოკრატიის, მმართველობის კონსოლიდაციაზე, პოლიტიკური ველის მოსუფთავებაზე რეაქცია არ ჰქონდეს და ხელიც არ შეუშალოს. ანუ, ივანიშვილმა გააგრძელოს სახელმწიფოს მიტაცება და რუსული სტილით ერთპიროვნული მმართველობა
მაგრამ, ეს მათ არაერთხელ აქვთ გაჟღერებული. ამიტომ, არა მგონია რომ ამერიკულ მხარეს ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდეს იმაზე, თუ რას ითხოვს „ქართული ოცნება“ ამერიკისგან.
საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ითხოვს ამერიკას საქართველოში ავტოკრატიის, მმართველობის კონსოლიდაციაზე, პოლიტიკური ველის მოსუფთავებაზე რეაქცია არ ჰქონდეს და ხელიც არ შეუშალოს. ანუ, ივანიშვილმა გააგრძელოს სახელმწიფოს მიტაცება და რუსული სტილით ერთპიროვნული მმართველობა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ