11 აგვისტოს 2024 წლის პარიზის ოლიმპიადა დასრულდა. დახურვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს: როკ ჯგუფმა Red Hot Chilli Peppers, პოპ დივა ბილი აილიშმა, რეპერებმა Snoop Dogg და Dr.Dre.
შემდეგი ოლიმპიადა, 2028 წლის ზაფხულში აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ქალაქ ლოს-ანჯელესში გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დახურვის ცერემონიაში მონაწილეობა კალიფორნიელმა არტისტებმაც მიიღეს.
ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ სანაპიროდან ცერემონიაში პირველი როკ ბენდი Red Hot Chilli Peppers ჩაერთო და ჰიტი Can’t Stop შეასრულა. RHCP-მ სცენა პოპ შემსრულებელ ბილი აილიშს დაუთმო, რომელმაც სიმღერა Birds of Feather შეასრულა.