“100%-ით დატვირთული ვართ” – საჩხერეში მდებარე რესტორანი “ოტუნა”

საჩხერეში მდებარე ბარ-რესტორან „ოტუნას“ დამფუძნებელი, ბესიკ გულიაშვილი BM.GE-სთან ზაფხულის სეზონს აფასებს და აღნიშნავს, რომ მათი რესტორანი 100%-ით არის დატვირთული.
მისი თქმით, ძირითადად ადგილობრივი სტუმრები ჰყავთ, თუმცა აქტიურად სტუმრობენ უცხოელი ვიზიტორებიც სხვადასხვა ქვეყნიდან.
“ყოველდღე ძალიან კარგად ვმუშაობთ, დაახლოებით 100%-ით ვართ დატვირთული. ძირითადად, ადგილობრივები გვყავს, რადგან ზაფხულია და ყველა რაიონშია წამოსული. ამასთან, ვმასპინძლობთ ტურისტებს ფაქტობრივად ყველა ქვეყნიდან. ძირითადად, გზად გამვლელი ტურისტები არიან. ამასთან, ბაიკერებიც ძალიან ხშირად გვსტუმრობენ. სავარაუდოდ, რაჭის გზა მოსწონთ და გზად, ჩვენთანაც შემოივლიან ხოლმე.

ასევე დაგაინტერესებთ