კობახიძე მელიაზე თავდასხმაზე: ნებისმიერი მსგავსი ინციდენტი მიუღებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზე, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერზე, თავდასხმასთან დაკავშირებით ამბობს, რომ „ნებისმიერი ინციდენტი მიუღებელია“. ასე უპასუხა მან ჟურნალისტს, რომელმაც ამ საკითხზე დაუსვა კითხვა.
„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ინციდენტი არის მიუღებელი. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ასეთი აქტებისგან. არჩევნები საქართველოში უნდა ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებულად მმართველი ძალისთვის“, – თქვა ირაკლი მ.
გუშინ, 11 აგვისტოს, სამტრედიაში კოალიციის რაიონული ოფისის გახსნის შემდეგ, კომენტარის მიცემის დროს, თავს დაესხნენ ნიკა მელიას. პარტია „ახლის“ გავრცელებულ კადრში ჩანს, რომ ჟურნალისტებთან საუბრის დროს მასთან მიდის ახალგაზრდა კაცი, რომელიც სახის არეში არტყამს მუშტს და აგინებს. კაცის იდენტიფიცირება შესაძლებელია.
ამ ძალადობის შემთხვევის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით.