კობახიძის თქმით, ივანიშვილს აქვს მიზეზი, რის გამოც არ ხვდება ამერიკელ სენატორებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აცხადებს, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აქვს მიზეზი, რის გამოც არ ხვდება ქვეყანაში ჩამოსულ ამერიკელ სენატორებს.
„მიზეზი არის ძალიან მკაფიო, ძალიან კონკრეტული და ამ ყველაფერს აქვს თავის ძალიან კონკრეტული საფუძველი. თუ ამის სურვილი ექნებათ ამერიკელ კოლეგებს, თავად შეუძლიათ, ისაუბრონ ამ მიზეზზე, ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც შეუძლია, ისაუბროს ამ მიზეზზე, თუ ექნება ამის სურვილი.
მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი, რადგან არ ვარ კონკრეტული მხარე ამ შემთხვევაში. მიზეზი ბიძინა ივანიშვილმა განუმარტა ამერიკელ კოლეგებს. ვინც იყო კომუნიკაციის ორი მხარე, მათი პრეროგატივაა ასეთ საკითხებზე საუბარი“, – თქვა ირაკლი მ.
ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა სურდათ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს.
„იმაზე დაყრდნობით, რაც ხალხისგან გვესმის, ნათელია, რომ ის ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღებია. ამდენად, სამწუხაროა, რომ ისევ არ შეგვხვდა“, – თქვა სენატორმა შაჰინმა 11 აგვისტოს.
არ შეხვდა -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენსაც. როგორც მაშინ, 14 მაისს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, ივანიშვილი „შანტაჟის ქვეშ“ შეხვედრებს ვერ გამართავს. მისივე სიტყვებით, ბიძინა ივანიშვილს „არ აინტერესებს“ და „არასერიოზულად უყურებს“ სანქციების საკითხს.
მასალა განახლდება

ასევე დაგაინტერესებთ