რუსეთის თავდაცვის უწყება – რუსეთის ტერიტორიაზე 18 უკრაინული დრონი გავანადგურეთ, მათ შორის 11 – კურსკში

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით კურსკის, ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში 18 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში, აღიკვეთა ს რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები ს ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. განადგურებულია თვითმფრინავის ტიპის 18 უპილოტო საფრენი აპარატი“, – აცხადებენ უწყებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 11 დრონი კურსკის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, 5 – ბელგოროდში, 2 კი – ვორონეჟში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე- გახარიაზე – ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი – კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება