,, დაბერდა და დღემდე არ უნდა დაჯერება, რომ ისიც ჩვეულებრივი მოკვდავია…” – ხუხაშვილი ივანიშვილზე

ექსპერტი :
,,ბაობაბის ადგილია აფრიკაში, ისევე როგორც პინგვინის ანტარქტიდაში, ზვიგენის ოკეანეში და კობახიძეს ბუნებრივი გარემო თქვენ თვითონ შეურჩიეთ…
ჩემის აზრით, საქმე გვაქვს ბიძინას ერთგვარ “ღმერთის კომპლექსთან”, როდესაც ის ჯიუტად ცდილობს საკუთარი გემოვნებით გადაალაგოს ბუნების მიერ დაწესებულ წესრიგი, ექიშპება ღმერთს და დარწმუნებულია ამ გზის სისწორეში…
ეს არ ეხება მხოლოდ ბაობაბებს, პინგვინებს, ზებრებს, ზვიგენებს და დელფინებს. ეს ეხება მის პოლიტიკურ გუნდს, რომელშიც პრაქტიკულად არავინ არ არის თავის ბუნებრივ გარემოში.
დაბერდა და დღემდე არ უნდა დაჯერება, რომ ისიც ჩვეულებრივი მოკვდავია და მისი ეს “ბრძოლა” ამაო და სევდიანი ღიმილის მომგვრელია…“

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…