“მტევინო” წარმადობის 1,5 მლნ ბოთლამდე ზრდას გეგმავს

“დღეის მდგომარეობით, თუ 1 მლნ ბოთლის ჩამოსხმას უზრუნველვყოფთ, გეგმაში გვაქვს, რომ წარმოება 1,5 მლნ ბოთლამდე გავზარდოთ”, – ამის შესახებ BM.GE-სთან ღვინის მწარმოებელი კომპანია „მტევინოს” დამფუძნებელმა, ნიკა ზაუტაშვილმა განაცხადა.
მისივე ცნობით, კომპანიას საექსპორტო მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლები აქვს, რასაც რეალიზაციის გასამმაგებული მაჩვენებლებიც ცხადყოფს. “მტევინოს” მიერ წარმოებული ღვინოს 80% ექსპორტზე მოდის, ხოლო 20% ადგილობრივ ბაზარზე, ჰორეკა სექტორსა და სხვადასხვა ქსელურ მარკეტებში რეალიზდება.
„დღეის მდგომარეობით, თუ 1 მლნ ბოთლის ჩამოსხმას უზრუნველვყოფთ, გეგმაში გვაქვს, რომ წარმოება 1,5 მლნ ბოთლამდე გავზარდოთ, რაშიც დაახლოებით $0,5 მლნ-ის ინვესტიციის განხორციელებას ვგეგმავთ.
საკმაოდ სერიოზული წინსვლა გვაქვს. ექსპორტის მიმართულებით რეალიზაცია გვაქვს გასამმაგებული. ექსპორტზე გავდივართ ჩინეთში, ამერიკაში, ში, ბელარუსში, გერმანიაში, ჩეხეთში, ავსტრიაში, პოლონეთსა და ესპანეთში. წარმოების 80% ექსპორტს უკავია, ხოლო 20% ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება. ბერლინის საერთაშორისო გამოცდილებაზე „მწვანე კვირეული 2024“, სადაც 15 ქართულ კომპანიას შორის ჩვენც ვიღებდით მონაწილეობას, საექსპორტო მიმართულებით განვითარებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. დაგვემატა არა მხოლოდ ქართული რესტორნები, არამედ გერმანულ ობიექტებშიც შევედით“,- აცხადებს ზაუტაშვილი.