თინა ბოკუჩავა – ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შედეგად – ივანიშვილის ანტიდასავლური ხელისუფლება უნდა ჩავანაცვლოთ კოალიციური ხელისუფლებით

ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შედეგად. ივანიშვილის ანტიდასავლური ხელისუფლება უნდა ჩავანაცვლოთ დემოკრატიული, პროდასავლური, კოალიციური ხელისუფლებით,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.
„ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შედეგად. ანტიდასავლური ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც მილიონობით დოლარს და ევროს ართმევს ქართველ ხალხს, რუსული კანონის და პრორუსული პოლიტიკის გამო, უნდა ჩავანაცვლოთ დემოკრატიული, პროდასავლური, კოალიციური ხელისუფლებით, რომელიც აღადგენს ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან და გადაიტანს ახალ ხარისხში, სადაც, ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, სენატორ ჯინ შაჰინის თქმით, იმედგაცრუება გამოიწვია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ არ გააკეთა რაიმე შეთავაზება ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. შაჰინის თქმით, “იმედგაცრუებას იწვევს, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის დაინტერესებული ან არ ჩანს, რომ დაინტერესებულია ურთიერთობების გაგრძელებით”.
მანამდე პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომ სენატორ შაჰინთან და კონგრესმენ ტერნერთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მზადყოფნა ურთიერთობების გადატვირთვისთვის, რათა “გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები”.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ბაიდენთან მიღებაზე კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე – რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზები ბევრი იქნება – ჩვენ ვერანაირი მუქარა ვერ შეგვაშინებს იმიტომ, რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ!