ტრამპის კამპანია სავარაუდოდ ირანის ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდა – Politico

Politico-ს ინფორმაციით, ს კამპანიის შიდა კომუნიკაციების ქსელი, სავარაუდოდ ირანის, ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდა. გამოცემა Politico-ს ცნობით, მათ ელექტრონული ფოსტით ანონიმური შეტყობინება მიიღეს, რომელიც დონალდ ტრამპის კამპანიის დოკუმენტებს შეიცავდა.
ჰაკერული თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ტრამპის კამპანიის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს. კამპანიის განცხადების მიხედვით, თავდასხმა -ს მტრულმა გარე ძალებმა განახორციელეს, თუმცა ჯერჯერობით არ დაუდგენიათ, თუ ვინ იყო ჰაკერი და რა კონკრეტული მიზანი ამოძრავებდა. ტრამპის კამპანიის განცხადებაში მოყვანილი იყო Microsoft-ის ანგარიში, სადაც წერია, რომ 2024 წლის ივნისში ირანელმა ჰაკერებმა აშშ-ს მაღალი თანამდებობის პირების ელექტრონულ ფოსტაზე “მატყუარა” შეტყობინება გააგზავნეს.
თავდასხმის შედეგად ჰაკერებმა რამდენიმე დოკუმენტის ხელში ჩაგდება მოახერხეს. დოკუმენტებს შორისაა დონალდ ტრამპის მიერ ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული ჯეიმს დევიდ ვენსის 271 გვერდიანი დოსიე, რომელიც 2024 წლის თებერვალშია შედგენილი.