გივი მაჭარაშვილმა ოლიმპიადის ფინალში მარცხი განიცადა და ვერცხლის მედალს დაეუფლა

პარიზის ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში 27 წლის გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ფინალში ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე ახმედ ტაჟუდინოვს დაუპირისპირდა და დამარცხდა.
მეტოქემ ჩვენებური შებოჭვაზე დაიჭირა და წუთში ოდნავ მეტში იმარჯვა.
მერვედფინალში მაჭარაშვილმა სამხრეთაფრიკელ ნიკოლას იოჰანეს დე ლანჟეს (12:2),
მეოთხედფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძეს (11:0), ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ მაგომედხან მაგომედოვს (5:0) სძლია.
ამით ქართველმა სპორტსმენებმა 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულეს, სადაც ჯამში 7 მედალი, 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს.