შაჰინის მსგავსმა უცხოელმა პოლიტიკოსებმა ღრმად უნდა ჩაიბეჭდონ, რომ საქართველო აღარაა “ნაცმოძრაობის” რეჟიმის ეპოქის “ენჯეო”, რომელიც ცხოვრობს და მოქმედებს გარე დონაციებითა და ინსტრუქციებით

შაჰინის მსგავსმა უცხოელმა პოლიტიკოსებმა ღრმად უნდა ჩაიბეჭდონ, რომ საქართველო აღარაა “ნაცმოძრაობის” რეჟიმის ეპოქის “ენჯეო”, რომელიც ცხოვრობს და მოქმედებს გარე დონაციებითა და ინსტრუქციებით
ვერც სენატორი ჯინ შაჰინი და ვერც ერთი გარე აქტორი ვერ იქნება საქართველოს ე.წ. “მთავარმართებელი” და ჩვენი სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ჩამრევი, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სენატორ ჯიმ შაჰინის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არა დასავლური კურსიდან, არამედ ბრძანებების მიღების რეჟიმიდან გადაუხვია.
ანალიტიკოსი აღნიშნავს იმასაც, რომ უცხოელმა პოლიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველო “ნაცმოძრაობის” დროინდელი “ენჯეო” აღარ არის.
“ვერც სენატორი ჯინ შაჰინი და ვერც ერთი გარე აქტორი ვერ იქნება საქართველოს ე.წ. “მთავარმართებელი” და ჩვენი სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ჩამრევი.
არჩეულ ქართულ ხელისუფლებას არ გადაუხვევია დასავლური ინტეგრაციის გზიდან, მან “გადაუხვია” ნეოკოლონიალისტების ბრძანებების მიღების რეჟიმიდან და ამას აფასებს ქართული საზოგადოება.
თანაც, ამერიკელმა კანონმდებელმა თურმე მოითხოვა “ქართული ოცნების” დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, რაზეც მიიღო სამართლიანი უარი.
შაჰინის მსგავსმა უცხოელმა პოლიტიკოსებმა ღრმად უნდა ჩაიბეჭდონ, რომ საქართველო აღარაა “ნაცმოძრაობის” რეჟიმის ეპოქის “ენჯეო”, რომელიც ცხოვრობს და მოქმედებს გარე დონაციებითა და ინსტრუქციებით!” – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი: გლობალურ ძალებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, სწორედ ამ სცენარის ნაწილია ნორვეგიის ელჩთან ოპოზიციონერების საიდუმლო შეხვედრა და ბახმაროში გამართული სემინარი

ნაცსექტის ერთ-ერთი ყველაზე მყრალი სუბიექტი, ნატა ფერაძე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „რეპრესიასა“ და „ავტორიტარიზმში“ ადანაშაულებს, ბერლინში ჩასულმა კი, მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ დემოკრატიას არც ის ჩვევა აქვს, საჯარო შეურაცხყოფას ხისტად პასუხი არ გასცეს