ვანში „კოალიცია ცვლილებისთვის” ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას” ვანის ოფისი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ კორუფცია ანადგურებს ვანს, ქვეყანაში ენთუზიაზმსა და მოტივაციას, ამ ყველაფრიდან გამოსავალი კი 26 ოქტომბერს არჩევნებზე მოქალაქეების აქტიურობაა.
„ღარიბი ნაწილი მოსახლეობის კიდევ უფრო ღარიბდება მილიარდერი ადამიანის პირობებში. გაჭირვებულს უფრო უჭირს, ბიუჯეტი კი იზრდება, თუმცა შემოსავალი ეზრდება ელიტურ ოჯახებს და არა ვანელებს, ხონელებს და ქართველებს.
საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს ცვლის, მას უნდა ესმოდეს რომ ამის უფლებას არავინ მისცემს. კორუფცია ანადგურებს ვანს, ქვეყანაში ენთუზიაზმს, მოტივაციასა და აუბედურებს ოჯახებს.
ყველაზე ღარიბმა ადამიანმაც კი უნდა იცოდეს, როდესაც 26 ოქტომბერს ბიულეტენი ექნება ხელში, მას შეეძლება, დაამარცხოს ამ ქვეყანაში ყველაზე მდიდარი ადამიანი ივანიშვილის სახით“, – განაცხადა მელიამ.
„კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ დღეს საარჩევნო შტაბებს იმერეთში ხსნის.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)