ღამით კიევსა და კიევის ოლქს სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპნენ ბავშვი და მამამისი

კვირას ღამით კიევსა და ს ოლქს სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს. დაინგრა საცხოვრებელი კორპუსი. მაშველებმა ნანგრევებიდან ორი დაღუპულის ცხედარი ამოიტანეს – 4 წლის ბიჭისა და მამამისის.
მძიმედ დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის 13 წლის გოგონა. ისინი საავადმყოფოებში მოათავსეს.
ხარკოვის ოლქის სოფელ ზოლოჩევში რაკეტა მოხვდა ბავშვთა ხელოვნების სახლს და ხანძარი გაჩნდა, განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეჰუბოვმა. მსხვერპლი არ ყოფილა.
ყოველდღე ბომბავს ს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ის მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ესხმის თავს. რუსეთის სარდლობა მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე კომენტარს არ აკეთებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით