„უკრაინა ამტკიცებს, რომ შეუძლია აღადგინოს სამართლიანობა“ — ზელენსკი კურსკის მოვლენებზე

უკრაინის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ უკრაინელი სამხედროები ს ტერიტორიის დასავლეთით საზღვართან, კურსკის ტერიტორიაზე მოქმედებენ.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა შაბათ გვიან საღამოს ვიდეომიმართვაში ილაპარაკა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა კურსკში მიმდინარე მოვლენებზე და აღნიშნა, რომ ს ომი „აგრესორის ტერიტორიაზე“ გადააქვს.
„უკრაინა ამტკიცებს, რომ მას შეუძლია აღადგინოს სამართლიანობა და აგრესორზე სათანადო ზეწოლა მოახდინოს“, — თქვა ზელენსკიმ.
უკრაინელები 10 კილომეტრის სიღრმეზე არიან რუსეთის ტერიტორიაზე შესულები. რუსეთის ინფორმაციით, 76 000 ადამიანი ევაკუირებულია კურსკის სასაზღვრო რეგიონიდან.
მას შემდეგ, რაც რუსეთი სრული მასშტაბით შეიჭრა 2022 წელს, ეს ყველაზე მასშტაბური რეიდია უკრაინელების მხრიდან.
ბელგოროდის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად უკანასკნელ 24 საათში 11 ადამიანი დაიჭრა.
ინფორმაცია უკრაინელების მხრიდან კურსკის რეგიონში შესვლასთან დაკავშირებით პირველად შვიდ აგვისტოს რუსული ტელეგრამ-არხებიდან გავრცელდა, სადაც წერდნენ, რომ 6 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტში იმყოფებოდნენ.
როგორ დაიწყო ყველაფერი, ნახეთ აქ:
უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში სამი სოფელი აიღეს – რუსული ტელეგრამ-არხები

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე – ეს განცხადებები დროებითია, ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას არ გავამახვილებთ – რაც შეეხება საქართველოსა და მოლდოვას შედარებას, ეს არის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი