შეიცვლება თუ არა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, მაიკ ტერნერმა და სენატორმა ჯინ შაჰინმა გამართულ პრესკონფერენციაზე გუშინ ირაკლი სთან შეხვედრისა და საქართველო -ის ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს.
კითხვაზე შეიცვლება თუ არა აშშ-ის პოლიტიკა ადმინისტრაციის ცვლილების შემთხვევაში, სენატორი შაჰინი პასუხობს, რომ ამერიკის პოლიტიკა თანმიმდევრულია და ის საქართველოში დემოკრატიული ძალისხმევის მხარდაჭერას გულისხმობს და ეს პოლიტიკა უცვლელია განურჩევლად იმისა აშშ-ს დემოკრატიული თუ რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტი ჰყავს.
“პოლიტიკა არის თანმიმდევრული და ის გულისხმობს საქართველოს მოქალაქეთა დემოკრატიული ძალისხმევის მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის პრეზიდენტი, დემოკრატი თუ რესპუბლიკელი. არ ველი რომ ეს შეიცვლება. ორივე პალატაში, სენატშიც და წარმომადგენელთა პალატაში შეტანილია კანონპროექტი, რომელიც მხარს უჭერს და აძლიერებს ამერიკის მთავრობის ქმედებებს და განაგრძობს საქართველოს დემოკრატიული პროცესის მიმართ მხარდაჭერას,”- განაცხადა სენატორმა შაჰინმა.
კონგრესმენი ტერნერის თქმით, სთან შეხვედრაზე ის შეეცადა პრემიერ-მინისტრისთვის აეხსნა, რომ კრიტიკა რომელიც აშშ-ის მაღალჩინოსნების მხრიდან საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური რიტორიკის და ქვეყნის დემოკრატიული მდგომარეობის გაუარესების გამო მოდის, არ არის პიროვნული კრიტიკა და ის მიმართულია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის მხარდაჭერისკენ.
“როგორც აღნიშნეთ საქართველოს მთავრობა აკრიტიკებდა ბაიდენის ადმინისტრაციას და პრემიერ-მინისტრი ზედმეტ ყურადღებას ანიჭებდა მისი მთავრობისა და მის პირად კრიტიკას, ჩვენ შევეცადეთ რომ განგვემარტა, რომ ჯანსაღი დემოკრატიული პროცესი გულისხმობს კრიტიკას”, – განაცხადა კონგრესმენმა ტერნერმა.

ასევე დაგაინტერესებთ