პრემიერი – განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს გამყოფ ხაზთან – უახლოესი კვირების განმავლობაში, გვექნება არაერთი ვიზიტი ამ რეგიონში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უახლოესი კვირების განმავლობაში, მთავრობის წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდებიან.
მისივე თქმით, ხელისუფლების ვალია, რომ აღნიშნულ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე მაქსიმალურად იზრუნონ.
“უახლოესი კვირების განმავლობაში, ჩვენ გვექნება არა ერთი ვიზიტი ამ რეგიონში, რაც არის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს გამყოფ ხაზთან. ჩვენი ვალია, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვიზრუნოთ აქ მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე”, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ