ნეტავ, რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე – ზურაბიშვილი ივანიშვილზე

ნეტავ, რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე,- ამ განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი, სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” პირად გვერდზე ბაობაბების გახმობის თემას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ასევე, საინტერესოა, “რა ითქმის მათზეც, ვინც მორჩილად იმეორებს უაზრობებს”.
“ნეტავ, რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე და კიდევ იმაზე, ვინც ასე გაიძულებთ ბაობაბების დატირებას, და ყველა თქვენზე, ვინც მორჩილად ამ უაზრობას იმეორებთ”,- წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში და ეხმაურება კახა კალაძის განცხადებას, რომელმაც ბაობაბის ხეებთან დაკავშირებით თქვა, რომ “ხეები იყო განთავსებული პარკში, თუმცა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით გაკეთდა, მათი საჩივრებით, პრობლემები შეიქმნა – ზოგადად, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ქვეყნისთვის ძალიან დიდი პრობლემაა”.
შეგახსნებთ, შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკის მენეჯმენტი აცხადებს, რომ ბაობაბების გადმოტანისას, ხელოვნური შეფერხებების გამო რვავე ბაობაბის ხე გახმა. განცხადების თანახმად, “ჩასაფრებული პოლიტიკანების და მათ შირმად ქცეული ე.წ. არასამთავრობოების ცრუ დასმენებისა და ყალბი საჩივრების გამო, ძლიერ შეფერხდა კანონის სრული დაცვით მიმდინარე მცენარეთა გადმორგვის პროცესი – სამწუხაროდ, მავანთა წადილმა თავისას მიაღწია, რვავე ბაობაბის ხე გახმა”.

ასევე დაგაინტერესებთ