მესამე ოქროს მედალი – ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობაში, მძიმე წონაში ლაშა ტალახაძე კარიერაში მესამედ სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
ლაშამ ატაცში 210 და 215 კილოგრამი დაძლია, აკვრაში კი 247 და 255 კილოგრამი ასწია.
ლაშა ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 470 კილოგრამი დააფიქსირა.
ტურნირზე ვერცხლის მედალი სომეხ ვარაზდატ ლალაიანს ერგო, რომელმაც ორჭიდის ჯამში 467 კილოგრამი დააფიქსირა, ხოლო ბრინჯაოს მედალი ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე გორ მინასიანმა (ორჭიდის ჯამში 461 კილოგრამი) მოიპოვა.
ლაშა პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სამი ოქროს მედალი მოუტანა.