5:0. მაჭარაშვილმა მაგომედოვს მოუგო და ოლიმპიადის ფინალში გავიდა

პარიზის ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) ნახევარფინალში პრინციპული მეტოქე, აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი უშანსოდ, 5:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
მერვედფინალში მაჭარაშვილმა სამხრეთაფრიკელ ნიკოლას იოჰანეს დე ლანჟეს (12:2), მეოთხედფინალში კი უკრაინის სახელით მოასპარეზე ქართველს, მურაზ მჭედლიძეს (11:0) სძლია.
გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ) პირველივე შეხვედრაში სომეხ ვაზგენ ტევანიანთან (0:11) მარცხი განიცადა და მედლის გარეშე დარჩა.