პარიზს შშმ პირებზე ქუჩების ადაპტირება 125 მილიონი ევრო დაუჯდა

პარიზი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის უფრო ადაპტირებული გახდა. განსაკუთრებით კი 2017 წლის შემდეგ, რაც ქალაქმა ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა მოიპოვა და საფრანგეთის მთავრობამ ამ კუთხით მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა. ოფიციალური ინფორმაციით, ქალაქის ავტობუსების მარშრუტებისა და ტრამვაის ხაზების 100% ახლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეა ადაპტირებული. ამ შედეგების გასაღრმავებლად კი სამომავლოდ 125 მილიონი ევრო გამოიყო. პარიზის მერიამ ასევე 17 უბანი შექმნა, რომლებიც ადაპტირებულ ზონებად მიიჩნევა, სადაც ყველა, განურჩევლად მათი მდგომარეობისა, ადვილად გადაადგილდება. თუმცა ამის მიუხედავად, შშმ პირებისთვის მეტროსადგურები კვლავ დიდ გამოწვევას წარმოადგენს.
მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია ონლაინსისტემა, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იყენებენ, ჯავშნიან დამხმარე აგენტებს და ისინი მათ მატარებელში ასვლასა და ჩამოსვლაში ეხმარებიან. ახლა მთავარ გამოწვევას წარმოადგენს მეტროსადგურები, რომელთა 93% ჯერ კიდევ არ არის მორგებული ეტლით მოსარგებლეებზე.
წყარო: euronewsgeorgia

ასევე დაგაინტერესებთ