ცნობილი “ბიზნეს ვუმენი” სიუზან ვოიჩიცკი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

YouTube-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სიუზან ვოიჩიცკი კიბოსთან ორწლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.
ვოიჩიცკი დიდი ხნის განმავლობაში Google-ის აღმასრულებელი დირექტორიც იყო.
Google-ის ისტორია სწორედ სიუზან ვოიჩიცკის ავტოფარეხიდან დაიწყო, როდესაც 1990 წელს ლარი პეიჯმა ტექნოლოგიური კომპანიის შექმნა გადაწყვიტეს. ის მსოფლიო ტექნოლოგიური გიგანტის გუნდს 1999 წელს შეუერთდა, რამდენიმე წლით ადრე ვიდრე Google YouTube-ს შეიძენდა.
2014 წლამდე, YouTube-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციის დაკავებამდე, ვოიჩიცკი Google-ის სარეკლამო პროდუქტების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი იყო.
2023 წელს კი YouTube-ის 9-წლიანი მართვის შემდეგ ის თანამდებობიდან გადადგა და ის ამ პოზიციაზე შეცვალა მისმა მოადგილემ, რეკლამისა და პროდუქტების უფროსმა აღმასრულებელმა დირექტორმა ნილ მოჰანმა.
“ჩემმა საყვარელმა მეუღლემ 26-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ და ფილტვის კიბოთი 2-წლიანი ცხოვრების შემდეგ მე და ჩვენი 5 შვილი დაგვტოვა. სიუზანი არ იყო მხოლოდ ჩემი საუკეთესო მეგობარი და პარტნიორი ცხოვრებაში, არამედ ბრწყინვალე გონების მქონე, მოსიყვარულე დედა და ბევრისთვის ძვირფასი მეგობარი. მისი გავლენა ჩვენს ოჯახზე და სამყაროზე განუზომელი იყო“, – წერს ვოიჩიცკის მეუღლე.

ასევე დაგაინტერესებთ