შეკვეთილის დენდროლოგიური პარკს მხოლოდ ამ ორ-სამ წელიწადში ცხრა მილიონზე მეტი სტუმარი ჰყავდა – არჩილ თალაკვაძე

სამწუხაროა, რომ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც კარგზე კარგის თქმა არ შეუძლია, სიმართლის აღიარება არ შეუძლია, საერთო სურათი არის დამახინჯებული.- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს ერთადერთი საზომით ზომავს: რაც მათი გაკეთებული არ არის, ესე იგი ცუდია.
“შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი უნიკალური ეკოლოგიური პროექტია და გახსნის დღიდან, მხოლოდ ამ ორ-სამ წელიწადში, ცხრა მილიონზე მეტი სტუმარი ჰყავდა, რაც მიუთითებს, რომ ამ ეკოსისტემის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია.
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და იმიჯისთვის მართლაც უნიკალური პროექტია. სხვისი ლენტის მჭრელი რადიკალური ოპოზიცია უკმაყოფილოა, რომ ქვეყანა ვითარდება, ხორციელდება ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიც არის უნივერსიტეტის ეკონომიკური ინფრასტრუქტურა, ყველაფერს ზომავენ ერთადერთი საზომით, რომ რაც მათი გაკეთებული არ არის, ესე იგი ცუდია. სამწუხაროა, რომ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც კარგზე კარგის თქმა არ შეუძლია, სიმართლის აღიარება არ შეუძლია, მათი გადმოსახედიდან საერთო სურათი არის დამახინჯებული.
ეს არის მათი პოლიტიკური კოდი, მათი მიდგომა ქვეყნის მიმართ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ უმეტესი მათგანი, სულ მცირე, ორ-ორჯერ არის ნამყოფი დენდროლოგიურ პარკში, მაგრამ უჭირთ ამის აღიარება, ისევე როგორც სხვა ბევრი რამის”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მენეჯმენტის ინფორმაციით, 2021 წელს გრუნტიდან ამოღებულმა ხეებმა, 2023 წლის ოქტომბრამდე ვერ მოაღწია საქართველომდე – რვავე ბაობაბის ხე გახმა.

ასევე დაგაინტერესებთ