ადამიანებსა და ქათმებს შორის უჩვეულო მსგავსება აღმოაჩინეს

ფრანგმა მეცნიერებმა ადამიანებსა და ქათმებს შორის უჩვეულო მსგავსება აღმოაჩინეს.
კვლევებითა და პირდაპირი დაკვვირვების მეთოდით, დაადგინეს, რომ სტრესი, გაბრაზება და უხერხულობა არა მარტო ადამიანებს, არამედ ქათმებსაც აწითლდებთ, – ამის შესახებ საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს დაცვის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის (INRAE) მეცნიერებმა დაასკვნეს.
ექსპერტები ფრინველებს რამდენიმე კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ, სანამ ისინი ფერმაში ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწეოდნენ.
მკვლევარებმა გააანალიზეს ექსპერიმენტის დროს გაკეთებული ვიდეოჩანაწერები და აღმოჩნდა, რომ ქათმების თავებზე ღია კანი წითლდებოდა, როცა ისინი შეშინებულები ან აღელვებულები იყვნენ, მაგალითად, როცა ადამიანი მათ ხელში იყვანს ან მუქარის ხმები ესმით.
გემრიელი საჭმლის მიღების დროს ქათმები ცოტათი გაწითლდნენ კიდეც. მეცნიერებმა ისიც შენიშნეს, რომ ბედნიერების და სიამოვნების დროს ფრინველებს თავზე ბუმბული უფუვდებათ.
მკვლევარები ჯერ დაზუსტებით ვერ ხსნიან მექანიზმს, რომლითაც ქათმები წითლდებიან, თუმცა, მათი აზრით, აღმოჩენა სელექციონერებს მოვლენის ახსნაში დაეხმარება.
სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ, უნგრეთის Eötvös Loránd-ის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ძაღლებს შეუძლიათ არა მხოლოდ გარკვეული სიტყვების დამახსოვრება, არამედ მათი მნიშვნელობის გაგებაც, ისევე როგორც ადამიანებს.

ასევე დაგაინტერესებთ