ირაკლი კობახიძე სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ ტერნერს შეხვდა

აშშ-ის სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მზადყოფნა ჩვენი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის, რათა გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ ტერნერთან საინტერესო შეხვედრა შედგა.
„საინტერესო შეხვედრა მქონდა -ის სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან, სადაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები განვიხილეთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მზადყოფნა ჩვენი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის, რათა გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები და ხელი შევუწყოთ მეტ განვითარებას, კეთილდღეობას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა