“განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები” – შაჰინი და ტერნერი თავდაცვის მინისტრს შეხვდნენ

თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ამერიკელ სენატორს, ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებს. ასევე, საქართველოსა და -ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.
შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ს ელჩი საქართველოში, . ასევე, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
თავდაცვის სამინისტრომდე შაჰინი და ტერნერი მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებოდნენ. მათთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საუბარ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პერსპექტივებს შეეხებოდა.
ამერიკელი პარტნიორების ვიზიტი საქართველოში ხვალ, 11 აგვისტოს სრულდება.
ამავე თემაზე:
· აშშ გაურკვეველი ვადით აჩერებს სამხედრო წვრთნებს „ღირსეული პარტნიორი“
· გაუგებარი გადაწყვეტილებაა – ჩიქოვანი აშშ-ის მიერ წვრთნების შეჩერებაზე