მამაკაცს, რომელიც კაპიტოლიუმზე შტურმის დროს პოლიციას თავს დაესხა, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

მამაკაცს, რომელიც კაპიტოლიუმზე შტურმის დროს პოლიციას თავს დაესხა, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
Associated Press-ის ცნობით, კალიფორნიელი დევიდ ნიკოლას დემპსი 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმის დროს პოლიციელების წინააღმდეგ ფლაგშტოკებს, წიწაკის სპრეისა და სხვა იმპროვიზებულ საშუალებებს იყენებდა.
პროკურორების განცხადებით, დემპსი კაპიტოლიუმზე შტურმის დროს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო და მან, სულ მცირე, ორი სამართალდამცავი დაჭრა.
დემპსის სასჯელი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია, რომელიც სასამართლომ კაპიტოლიუმზე თავდასხმაში მონაწილე პირებს შეუფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”