12 ადამიანამდე გაიზარდა უკრაინაში სუპერმარკეტზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 12 ადამიანამდე გაიზარდა დონეცკის რეგიონის ქალაქ კონსტანტინოვკაში, სუპერმარკეტზე ს თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი. სამინისტროს განცხადებით, დაჭრილია კიდევ ათობით პირი.
უკრაინის პრეზიდენტის, ს შეფასებით, ეს შეტევა უდრიდა ტერორისტულ თავდასხმას.
“რუსმა ტერორისტებმა დარტყმა განახორციელეს ჩვეულებრივ სუპერმარკეტზე და ფოსტის ოფისზე. ადამიანები ნანგრევებში არიან მოყოლილნი. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია და ყველაფერი გაკეთდება მათ გადასარჩენად” – წერს ზელენსკი პლატფორმაზე X.
“კონსტანტინოვკაში დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ვიცით, რომ 44-მდე პირი დაჭრილია” – წერს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ტელეგრამით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი აქციაზე დაკავებულებს – თუ კიდევ გამოქვეყნდება პროცესის ამსახველი რაიმე ფოტო სოციალურ ქსელში, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივმართავ და შეიძლება სხდომაც დავხურო

მზია ამაღლობელმა შესაძლოა, დღეს სასამართლოს ჩვენება მისცეს – „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის პროცესს ევროკავშირის ოფისის, დანიის, შვედეთის, ესტონეთის და საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან