ხაშურში „კოალიცია ცვლილებისთვის-გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ოფისი გაიხსნა

ხაშურში, ლესელიძის ქუჩა N6/8-ში „კოალიცია ცვლილებისთვის-გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ოფისი გაიხსნა.
როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ ხაშურის ოფისის გახსნის დროს განაცხადა, ოქტომბრის არჩევნებში სახელმწიფოს წაგების უფლება არ აქვს.
მისივე თქმით, ქვეყანა არის სწორ რელსებზე დასაყნებელი, რადგან სახელმწიფოებრივი საფუძვლები გამოცლილია.
„ჩვენ გვინდა ძლიერი სახელმწიფო, რადგან ვიყოთ ბედნიერები. ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ძლიერ და ბედნიერ სახწლმწიფოში, სადაც ერთმანეთის ნახვა გაგვიხარდება განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა. ამ არჩევნებზე ყველანი უნდა მივიდეთ: ხაშურელი, თბილისელი, გორელი, ყველა კუთხიდან უნდა გამოვიდეთ და საარჩევნო უბანზე მივიდეთ. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ სამართლიანობოს განცდა. გვჯერა გამარჯვების, არასდროს ასეთი შანსი არ გვქონდა. მე მჯერა, რომ ეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ალტერნატივად იქნება დანახული. მჯერა, რომ ამ ისტორიულ არჩევნებზე ბევრი შემოხაზავს 4-ნომერს“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში და ამის გამო უწევთ, მუდმივად დარჩნენ დესტრუქციულ დღის წესრიგში – ძალიან უჭირთ კონსტრუქციულად იმოქმედონ

პრემიერი – ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით უწმინდესს და უნეტარესს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო მილოცვისთვის, თითოეული გზავნილი ძალიან ყურადსაღებია და ვიმოქმედებთ შესაბამისად