Reuters: ისრაელმა სამხრეთ ლიბანში ჰამასის მაღალჩინოსანი მოკლა

ფოტო – Reuter
Reuter-ის ინფორმაციით, ლიბანში ჰამასის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მოკლეს. თავდასხმა ლიბანის სამხრეთით, საპორტო ქალაქ სიდონთან მოხდა.
მოკლული სამერ ალ-ჰაჯი ჰამასის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა. ის პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში მუშაობდა.
ღაზის სექტორში მიმდინარე ომის პარალელურად, ისრაელმა ბოლო 10 თვის მანძილზე არაერთი იერიში მიიტანა ჰამასისა და ჰეზბოლას მაღალჩინოსნებზე ლიბანის ტერიტორიაზე.
იანვარში, ს ძალებმა ბეირუთთან ახლოს ჰამასის მეთაურის მოადგილე, სალეჰ აროური მოკლეს. გასულ კვირას კი ჰეზბოლას მაღალი რანგის სამხედრო მეთაური, ფაუდ შუქრი მოკლეს.