გახანგრძლივდება თუ არა ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება – ზავი მერვე დღეა მოქმედებს და ვადა ადგილობრივი დროით 7 საათზე იწურება

რა ხდება ახლო აღმოსავლეთში და გახანგრძლივდება თუ არა კიდევ ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება – 56 დღიან ომში ზავი მერვე დღეა მოქმედებს, ვადა ადგილობრივი დროით 7 საათზე იწურება.
“ჰამასმა”, გუშინ, ღაზიდან კიდევ 8 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა. ისრაელმა კი, 30 პალესტინელი პატიმარი.
იმ შემთხვევაში, თუ ანკლავში საბრძოლო მოქმედებები განახლდება, “ჰამასი” საკუთარ მებრძოლებს მზადყოფნისკენ მოუწოდებს.
თავის მხრივ, ბრძოლისთვის მზად არის ც, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ გახანგრძლივდება.
რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებით, ისინი კატართან, ეგვიპტესა და ისრაელთან ერთად პაუზის გასახანგრძლივებლად მუშაობენ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ახლო-აღმოსავლეთში ვიზიტის დროს ისრაელს უფრო ეფექტური ნაბიჯებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დაცვისაკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გაკოტრებული ოპოზიცია ფონს გასვლას, დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, დღეს ახალი ფეიკი გაავრცელეს, თითქოს მიშა მესხი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლად დაინიშნა. მიშა მესხის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა მოკლე ფეხებიანიტყუილია

მიშა მესხი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე იყო მიწვეული , წამსვე ლიბერდებილების მხედველობის ქვეშ მოექცა და ფეიკს ფეიკზე უგონებენ- ეს ხომ ერთდღიანი ტყუილია, რომლის შემოწმებასაც წუთიც არ სჭირდება