რუსეთმა კურსკის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 9 აგვისტოს განაცხადა, რომ რეგიონში გადაჰყავს დამატებითი ძალები, მათ შორის Grad-ის ტიპის სისტემები, არტილერია და ტანკები, იუწყება სააგენტო “ინტერფაქსი”.
სახელმწიფო მედია კურსკში სამხედროების და დაჯავშნილი მანქანების გადასვლას აშუქებს, ამ შინაარსის მასალა სოციალური მედიითაც ვრცელდება.
ს კურსკის რეგიონში საზღვრის მიღმიდან განხორციელებულ მოქმედებას აღწერენ ყველაზე მასშტაბურ დარტყმად რუსეთის ტერიტორიაზე მას მერე, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა ში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგულარული დანაყოფები 6 აგვისტოს შეიჭრნენ კურსკის ოლქის სუჯის რაიონში. მას შემდეგ უკრაინის ძალებმა კონტროლი დაამყარეს დაახლოებით 600 კვადრატულ კილომეტრზე და ოცამდე დასახლებაზე – იუწყებიან ადგილობრივი ოფიციალური პირები, ბლოგერები და სხვა წყაროები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანა ლიურმანი – ქართველები ევროკავშირის წევრობაზე ოცნებობენ – სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ქართველებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აფერხებს