ქარელში, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა” ოფისი გაიხსნა

ქარელში, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ოფისი გაიხსნა.
როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კირთაძემ ქარელში შტაბის გახსნისას განაცხადა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად ქარელის ტყის უკანონო ჭრა არის მთავარი პრობლემა.
მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ტყეები გადაეცეს ქარელის მცხოვრებლებს, რაც „ავტოკრატიული რეჟიმი ჩამოიშლება და კოალიცია მოვა ხელისუფლებაში“.
„ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად ქარელის ტყის უკანონო ჭრა არის მთავარი პრობლემა წლების განმავლობაში. ამ ლამაზ რაიონში მცხოვრებლების წინაპრების მოვლილი ხე-ტყე ასე მარტივად კორუფციულ ინტერებს ეწირება. ერთადერთი გამოსავალი არის, რომ ტყეები გადაეცეს აქ მცხოვრებ ადამიანებს. ჩვენ კარგად გვესმის დეცენტრალიზაცია რასაც ნიშნავს, კერძოდ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას. მას შემდეგ, რაც ავტოკრატიული რეჟიმი ჩამოიშლება და კოალიცია მოვა ხელისუფლებაში, ხე-ტყე და საძოვრები ადგილობრივ მოსახლეობას გადაეცემა“,- განაცხადა კირთაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – სად არის მიშასთან რომ მიდიოდა ის ლარი, ლარნახევარი, ორი ლარი, სად იკარგება გზაში? ფოთამდე საწვავი ლარნახევარი ღირდა, მაგრამ 2,60 ლარად ყიდდნენ – ქურდული წილია აბსოლუტური ყაჩაღებისა ოლიგარქების