ორი ამერიკელი კანონმდებელი თბილისს სტუმრობს

საქართველოში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, დღეს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ორი ამერიკელი კანონმდებელი ესტუმრება – დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი მაიკ ტერნერი.
“ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან შეერთებული შტატების მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს”, – ვკითულობთ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები ქართველი ხალხისადმი ამერიკის მხარდაჭერასაც უსვამენ ხაზს:
“შეერთებული შტატები რჩება სრულად ჩართული და ერთგული საქართველოს ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში”, – აცხადებს ამერიკის საელჩო.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძის განმარტებით, მშობლები ვალდებული არ არიან, ბავშვის ფორმა აუცილებლად სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გაყიდვის ქსელში შეიძინონ. მათ შეუძლიათ ფორმა სხვა მომწოდებლისგან იყიდონ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?