ხორდი ალბამ პირადი და ტურნირის რეკორდი დაამყარა [VIDEO]

“ინტერ მაიამის” მცველმა ხორდი ალბამ MLS-ის ლიგის თასზე “ტორონტოს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში 4 საგოლე პასი გააკეთა და ერთდროულად ორი რეკორდი დაამყარა.
“ინტერ მაიამი” ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია და კანადური გუნდი 1/16-ფინალში 4:3 დაამარცხა.
“ბარსელონას” 35 წლის ექსმცველმა მონაწილეობა საკუთარი გუნდის მიერ გატანილ ყველა გოლში მიიღო. ეს -ის ლიგის თასის რეკორდია და ასევე ალბასიც – ვეტერან ესპანელს ერთ მატჩში ოთხი საგოლე პასი არასდროს გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ “ინტერის” არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ ითამაშა.