პეტრიაშვილი ოლიმპიადის 1/2-ფინალშია! მეტოქე ქართველი იქნება [VIDEO]

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი გენო პეტრიაშვილი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის 1/2-ფინალში გავიდა.
ქართველი ფალავნის მეტოქე 1/8-ფინალში უკრაინელი ოლეკსანდრ ხოციანივსკი იყო, რომელიც პეტრიაშვილმა პრობლემების გარეშე, 11:0 დაამარცხა.
მეოთხედფინალში გენოს მეტოქე პოლონელი რობერტ ბარანი იყო. პეტრიაშვილმა მოწინააღმდეგეს 9:2 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.
გენოს მეტოქე 1/2-ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი იქნება. დღევანდელი დღის ფინალური ბლოკი ჭიდაობაში 20:30 საათიდან დაიწყება.
აბა გენოზე ცუდი როგორ უნდა წამოქცდეს,კაცზე რომელმაც ბევრი სიხარული მოგვანიჭა თავისი ლამაზი ჭიდაობით და გამარჯვებებით.თუმცა მე პირადად მისი ჭიდაობა აუთსაიდერთან არ მომეწონა.აშკარად არ არის ფორმაში როგორც მთელი ნაკრები.ვნახოთ.ღმერთმა ქნას ვცდებოდე.