ჯო ბაიდენი: იმედგაცრუებული ვარ კრემლის სტილის კანონით, მთავრობის წევრების ცრუ განცხადებებით

აშშ-ის პრეზიდენტის ს თქმით, იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, მათ შორის რუსული კანონითა და მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებებით.
ამის შესახებ ნათქვამია ჯო ბაიდენის წერილში, რომელიც მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით გაუგზავნა.
ჯო ბაიდენის თქმით, ერთგული რჩება საქართველოს მოსახლეობისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
“მინდა ასევე აღვნიშნო ქართველი ხალხის მკაფიო ნება, რომელიც განაგრძობს თავისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების გამოხატვას. შეერთებული შტატები მიესალმება დემოკრატიული მომავლისადმი საქართველოს მოსახლეობის ურყევ ერთგულებას, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოებას განსხვავებული შეხედულებებისა და მოსაზრებების გამოხატვით.
იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის “უცხოური აგენტების” კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ”, – ნათქვამია წერილში.
ჯო ბაიდენის წერილი სრულად