აშშ და სხვა იმედგაცრუებული შუამავლები ისრაელს და ჰამასს მოუწოდებენ, განაახლონ ღაზაზე მოლაპარაკება

აშშ-ის, ეგვიპტის და კატარის ლიდებმა ერთობლივად მოითხოვეს სა და ჰამასისგან (-ში და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად შერაცხილი), დაუბრუნდნენ ჩიხში შესულ მოლაპარაკებას ღაზაში ომის გარშემო მომავალ კვირაში და განაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის და მძევალთა დაბრუნების შესახებ შესათანხმებელია „მხოლოდ დეტალები“.
„დროის დაკარგვა აღარ შეიძლება, შემდგომი შეფერხების გამართლებას ვერცერთი მხარე ვერ შეძლებს“, – ნათქვამია 8 აგვისტოს ერთობლივ განცხადებაში.
ისრაელის პრემიერის, ს ოფისმა 8 აგვისტოს თავის მხრივ განაცხადა, რომ „აშშ-ის და შუამავლების წინადადების შესაბამისად, ჩარჩო შეთანხმების შესრულების დეტალებზე საბოლოო მორიგებისთვის ისრაელი 15 აგვისტოს გააგზავნის მომლაპარაკებელთა ჯგუფს ადგილზე, რომელიც დადგინდება“, იტყობინებოდა AP-ი.
7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში ჰამასის შეჭრის შემდეგ, როცა 1200 ადამიანი დაიღუპა და 250-მდე მძევლად აიყვანეს, ისრაელმა პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში, წამოიწყო ფართო საომარი ოპერაცია, რომელსაც დღემდე 39 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აშშ-ის, ასევე კატარის და ეგვიპტის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკება შეჩერდა მას მერე, რაც ირანში ჰამასის და ლიბანში ჰეზბოლას მეთაურები იქნენ მოკლული, რაშიც ისინი ისრაელს ადანაშაულებენ.

ასევე დაგაინტერესებთ