მოხარული ვარ, რომ ტრამპი საბოლოოდ დათანხმდა დებატებს, იმედია, მოვა – კამალა ჰარისი

მოხარული ვარ, რომ ტრამპი დებატებს საბოლოოდ დათანხმდა, – ამის შესახებ -ის ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„კარგია, რომ დათანხმდა დებატებს 10 სექტემბერს, მოუთმენლად ველოდები. იმედი მაქვს, ტრამპი მოვა“,- განაცხადა ჰარისმა დეტროიტის შტატის დატოვებამდე, სადაც მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
მანამდე კი, განცხადება „ეიბისიმ“ გავრცელა და აღნიშნა, რომ და დათანხმდნენ, დებატები 10 სექტემბერს მათ ეთერში გაიმართოს. „ეს იქნება ჰარისისა და ტრამპის პირველი დებატები, რომელიც, როგორც გამოკითხვები აჩვენებს, საკმაოდ დაძაბული იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ეიბისის“ ეთერში 10 სექტემბერს დებატები ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის უნდა გამართულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ბაიდენმა არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, გაურკვეველი გახდა დებატების ჩატარების საკითხი.
პირველი არხი