აშშ-მა იარაღის გაყიდვით წელს შესაძლოა, რეკორდული 100 მილიარდი დოლარი გამოიმუშაოს

აშშ-ს მიერ უცხოეთში იარაღის გაყიდვისგან მიღებულმა შემოსავალმა 80 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი შესაძლოა, 100 მილიარდ დოლარს გაუტოლდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
„დღეის მდგომარეობით 2024 ფინანსურ წელს უცხოურმა სამხედრო გაყიდვებმა 80 მილიარდ დოლარს უკვე გადააჭარბა და შესაძლოა წლის ბოლოსკენ 100 მილიარდ დოლარს მიუახლოვდეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
თავდაცვის დეპარტამენტში აგრეთვე აღნიშნავენ, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გადააჭარბებს 2023 წლის მონაცემებს, როცა ამერიკამ იარაღის გაყიდვით 66,2 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 49,7 მილიარდი დოლარი იყო.
ამერიკული იარაღის მიმართ ინტერესმა იმატა მას შემდეგ, რაც 2022 წელს ში შეიჭრა, აღნიშნეს პენტაგონში.