გაუფასურდება თუ არა ლარი არჩევნების შემდეგ – ეკონომისტის მოსაზრება

კურსზე თუ არის მოლოდინი, ის დიდწილად მაინც აისახება ხოლმე ლარზე, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში „ ბანკის” მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ განაცხადა. მისი თქმით, ს შემდეგ გაუფასურდება თუ არა ლარი, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ ვისაც ასეთი მოლოდინი აქვს და ლარს დოლარში ახურდავებს, ლარი თუ არ გაუფასურდა – ამან შეიძლება უკუეფექტი გამოიწვიოს და ლარი პირიქით – გაამყაროს.
„ივნისში წმინდა სავალუტო შემოდინებები ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ თუ მკითხავთ – თუ ასეთი ძლიერი იყო, რატომ იყო კურსის მერყეობა? ეს რა თქმა უნდა, სენტიმენტების თემა იყო.
არჩევნების ფონზე, მოვლენები როგორ განვითარდება რთულია თქმა, მაგრამ თუ ბევრი ელოდება არჩევნების შემდეგ ლარის კურსის გაუფასურებას და ჩემი შეფასებით ასეთი ადამიანები არ არიან ცოტა, ისინი უკვე აკეთებენ გარკვეულ ქმედებებს. ბევრმა უკვე გადმოიყვანა ლარის სახსრები დოლარში, თუ ლარის გაუფასურება არ მოხდა, ეს დოლარი გადმოხურდავდება ლარში და პირიქით – გამყარების ზეწოლას მივიღებთ. კურსზე თუ არის მოლოდინი, ის დიდწილად მაინც აისახება ხოლმე“, – აცხადებს ნადარაია.