რუსეთის ლიპეცკის ოლქში აფეთქებები იყო, დაწყებულია ევაკუაცია

რუსეთის ლიპეცკის ოლქზე უკრაინული დრონებით მასირებული შეტევა იყო. ამ შინაარსის პირველი ცნობა 9 აგვისტოს, ღამის ოთხი საათისთვის ტელეგრამით გაავრცელა ოლქის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა.
გამთენიისას საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დაადასტურა, რომ ლიპეცკის სამხედრო აეროდრომზე ხანძარია.
გუბერნატორ არტამონოვის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნამ ენერგოობიექტიც დააზიანა, რის გამოც ქალაქ ლიპეცკის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. რომელი ენერგოობიექტი, არ დაუკონკრეტებია.
არტამონოვის თანახმად, დაშავებულია სულ მცირე ექვსი ადამიანი.
დრონებით მასირებული თავდასხმის თაობაზე გავრცელებულ პირველ ცნობაში გუბერნატორი აღნიშნავდა, რომ „სამოქალაქო შენობებისგან შორს მოხდა ფეთქებადსაშიში ობიექტების დეტონაცია“.
მოგვიანებით, არტამონოვმა გამოაცხდა, რომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხუთი დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს და ლიპეცკის მუნიციპალურ ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი აამოქმედეს.
ქალაქ ლიპეცკსა და ლიპეცკის ოლქში სამგზავრო ტრანსპორტის მოძრაობა შეაჩერეს. ადგილობრივმა საწარმოებმა მიიღეს მითითება, რომ თუ გადაუდებელი საჭიროება არ არსებობს, სამუშაო პროცესი არ განაახლონ, სანამ რეგიონში საფრთხის წითელი დონე მოქმედებს.
ს ლიპეცკის ოლქზე დრონებით შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
ლიპეცკის ოლქი ს ევროპული ნაწილის ცენტრში, მოსკოვიდან 370 კილომეტრში მდებარეობს.
ქალაქი ლიპეცკი მეტალურგიული მრეწველობის და საავიაციო ცენტრად ითვლება. ქალაქის ცენტრიდან რვა კილომეტრში მდებარეობს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების აეროდრომი.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე – ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური კუთხით – ხალხმა გამოუსწორებელი შეცდომა არ უნდა დაუშვას

ISFED – ჩვენი დამკვირვებლები ხშირად იღებენ ინფორმაციას, რომ საარჩევნო კამპანიაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჩართული პირები ამომრჩეველზე, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებზე, ზეწოლას სხვადასხვა გზით ცდილობენ