პენტაგონი კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებზე – უკრაინა აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად

პენტაგონი ს ფედერაციის კურსკის ოლქში უკრაინული ჯარების ოპერაციას ესკალაციის საფრთხედ არ მიიჩნევს, – ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის უწყების პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა.
კითხვაზე, გაწუხებთ თუ არა ის, რომ რუსეთი ამ თავდასხმის გამო დაძაბულობის ესკალაციას მოახდენს, მათ შორის -სთან, საბრინა სინგმა უპასუხა.
„არ ვთვლით, რომ ეს რაიმე ფორმით ესკალაციაა. აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად. უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავისი სუვერენული ტერიტორია დაიბრუნოს“, – აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ.
მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმ შესაძლებლობებითა და სისტემებით, რაც მათ სჭირდებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე – ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური კუთხით – ხალხმა გამოუსწორებელი შეცდომა არ უნდა დაუშვას

ISFED – ჩვენი დამკვირვებლები ხშირად იღებენ ინფორმაციას, რომ საარჩევნო კამპანიაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჩართული პირები ამომრჩეველზე, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებზე, ზეწოლას სხვადასხვა გზით ცდილობენ