ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებზე დასასწრებად დელეგაციას გაგზავნის

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ს ოფისმა განაცხადა, რომ 15 აგვისტოს ქვეყნის დელეგაცია ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ შესახებ მოლაპარაკებებს დაესწრება, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
„შეერთებული შტატებისა და შუამავლების წინადადებით, 15 აგვისტოს გაგზავნის ჯგუფს მოლაპარაკებებზე, რომლის ადგილმდებარეობა მოგვიანებით დადგინდება, რათა ჩარჩო შეთანხმების შესრულების დეტალებზე შეთანხმდნენ“, – ნათქვამია ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.
ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა, ეგვიპტემ და კატარმა გუშინ გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სწრაფად მიღწევის მიზნით მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდეს.
„დროა, სასწრაფოდ მოვუტანოთ შვება როგორც ღაზას ტანჯულ ხალხს, ასევე ტანჯულ მძევლებსა და მათ ოჯახებს. ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლებისა და დაკავებულების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების დადების დრო დადგა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელი მოაწერეს -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ელ-სისიმ და კატარის ემირმა თამიმ ბინ ჰამად ალ ტანიმ.

ასევე დაგაინტერესებთ