“ვგეგმავთ, 800 ტონამდე სუბსიდირებული ყურძენი ჩავიბაროთ” – “მტევინო”

ღვინის მწარმოებელი კომპანია “მტევინო” წელს რთველის სუბსიდირების ფარგლებში გეგმავს, რომ 800 ტონამდე ყურძენი ჩაიბაროს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, ნიკა ზაუტაშვილმა განაცხადა.
მთავრობა რთველის სუბსიდირების პრაქტიკას აგრძელებს. მიმდინარე წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან ჯამში 85 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. აქედან 35 მილიონი ლარი კერძო კომპანიების მიერ 1 კგ. რქაწითლის მინიმუმ 1 ლარად ჩაბარებას მოხმარდება, ხოლო 50 მილიონი ლარი – ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის სახელმწიფოს მიერ შესყიდვას.
ნიკა ზაუტაშვილის ინფორმაციით, სუბსიდირების ყოველწლიური პრაქტიკა კარგია, რადგან ის ფერმერს საშუალებას აძლევს, რომ ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს, ხოლო საწარმოს ხელს უწყობს, რომ რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქტი აწარმოოს.