სერგეი შამბა აცხადებს, რომ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება

ოკუპირებული ს ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრის” განცხადებით, ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრმა” სერგეი შამბამ რუსულ სახელმწიფო გამოცემასთან “რია ნოვოსტი” ინტერვიუში განაცხადა.
“რაც შეეხება ოჩამჩირეს პორტს, საუბარი არაა იქ სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნაზე,” – განაცხადა შამბამ.
მისი თქმით, ოკუპირებულ აფხეზეთსა და რუსეთს შორის არსებობს მრავალ გეგმური “სახელმწიფოთაშორისი” თანამშრომლობა და მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაა.
ცნობისთვის, აქამდე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ოჩამჩირეს ყურეში ს სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი დისლოცირების პუნქტი გაიხსნება და შესაბამისი შეთანხმება უკვე გაფორმებულია.

ასევე დაგაინტერესებთ