ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტზე შეთანხმდნენ – მედია

ევროკავშირის ქვეყნებმა მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის მომდევნო 4 წლის განმავლობაში სესხებითა და გრანტებით 50 მილიარდი ევროს დახმარების გადაცემას. ეს საკითხი 30 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განიხილა, წერს Sky News.
მედიის ცნობით, ევროკავშირის მთავრობები კამათობდნენ ბლოკის შემადგენელი 27 ქვეყნის გრძელვადიანი ბიუჯეტის გადახედვის გამო მას შემდეგ, რაც კომისიამ ევროკავშირის ქვეყნები მიიწვია იმისთვის, რომ დამატებითი თანხები მიეწოდებინათ ბიუჯეტისთვის, რომლის დიდი ნაწილი უკრაინისთვის იქნებოდა განკუთვნილი.
„მთავარია უკრაინის მხარდაჭერაა. ამაზე არავის უდავოა, თუნდაც მოცულობის გამო“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირება და NGO-ების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნა – მაკკეინის ინსტიტუტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეფასება გამოაქვეყნა