ბენიამინ ნეთანიაჰუ – ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ 7 ოქტომბერი მოხდა – თანამდებობაზე იქამდე დავრჩები, ვიდრე მჯერა, რომ შემიძლია ისრაელს უსაფრთხო და წარმატებული მომავლისკენ გავუძღვე

ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ 7 ოქტომბერი მოხდა, – ამის შესახებ ს პრემიერ-მინისტრმა, მ Time-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, რატომ არ მოუხადა ბოდიში ისრაელის მოსახლეობას, ბენიამინ ნეთანიჰუმ განაცხადა, რომ ახლა, ომის დროს ამის გაკეთება არ შეუძლია და ომის დასრულების შემდეგ ყველაფერს დამოუკიდებელი კომისია გამოიძიებს.
„ბოდიშის მოხდა? რა თქმა უნდა, ძალიან ვწუხვარ, რომ მსგავსი რამ მოხდა. ყოველთვის უკან იხედები და ამბობ: შეგვეძლო გაგვეკეთებინა ისეთი რამ, რომ ეს თავიდან აგვეცილებინა?“ – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ასევე, ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, რომ ურჩევნია ცუდი პრესა ჰქონდეს, ვიდრე კარგი ნეკროლოგი.
„თანამდებობაზე იქამდე დავრჩები, ვიდრე მჯერა, რომ შემიძლია ისრაელს უსაფრთხო და წარმატებული მომავლისკენ გავუძღვე“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ევროპარლამენტარებთან განვიხილეთ ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე სანქციების ამოქმედების აუცილებლობა – გარწმუნებთ, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა დიდ ბრიტანეთშიც

ამირან გამყრელიძე – არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა – გადაწყვეტილების მიმღებებს გთხოვთ, თავი შევიკავოთ მეტი ესკალაციისგან და მოვნახოთ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს