რუსეთი და ჩინეთი შესაძლოა შემოდგომიდან ვაჭრობაში ბარტერზე გადავიდნენ – Reuters

დასავლეთის სანქციების მოქმედებით გამოწვეული საბანკო გადახდების პრობლემების გამო, შემოდგომიდან და ჩინეთი ორმხრივ ვაჭრობაში შესაძლოა ბარტერზე გადავიდნენ. ამის შესახებ “როიტერი” იუწყება სავაჭრო და ფინანსური მომსახურების სფეროში სამ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს თანამოსაუბრეების განცხადებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე შეთანხმება შესაძლოა პირველი იყოს. დიდი რუსული ბანკის ანონიმი უფროსი მენეჯერი, დეტალების დაზუსტების გარეშე, ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობაში ბარტერული სქემები უკვე მზად არის.
როგორც “როიტერი” აღნიშნავს, თუ ჩინეთსა და რუსეთს შორის ბარტერი ამოქმედდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა 30 წლის განმავლობაში. ასეთ სქემებზე უარი თქვეს საბანკო სექტორის განვითარების გამო.
გადახდის პრობლემები იყო მთავარი საკითხი ჩინეთში მაისში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტის დროს. მას შემდეგ რუსულმა კომპანიებმა თავიანთი ოპერაციებისთვის დაიწყეს იმ მცირე რეგიონული ჩინური ბანკების გამოყენება, რომელთა საქმიანობის თვალყურის დევნება რთულია ჩინეთის ფარგლებს გარეთ, მაგრამ ამან პრობლემა არ გადაჭრა.
მას შემდეგ, რაც ივნისში შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა მეორადი სანქციების შემოღების პარამეტრები, თითქმის შეუძლებელი გახდა ჩინეთსა და რუსეთს შორის გადახდები თუნდაც იუანში. ასეთი ტრანზაქციები ან გაყინულია ან დაგვიანებულია, – წერს Bloomberg-ი.

“კომერსანტის” ცნობით, ივლისის ბოლოს იუანში რუსეთიდან ჩინეთში გადახდების დაახლოებით 80% უკან დაბრუნდა იმის შიშით, რომ ჩინური ბანკები მეორად სანქციებს დაექვემდებარებიან.
ოფიციალურად, პეკინი არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ. თუმცა შეზღუდვების დაწესების შემდეგ ჩინურმა ბანკებმა მუშაობა შეამცირეს სანქცირებულ რუს კლიენტებთან. მაგალითად, საზღვარგარეთ მუშაობა შეწყვიტა რუსული ბანკების მიერ გაცემული ჩინური UnionPay გადახდის სისტემის ბარათებმა, რომლებიც შედიოდა სანქციების სიებში. 2023 წლის ზაფხულში რუსეთის ფინანსური ინსტიტუტები Bank of China-ს მეშვეობით ევროპისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადარიცხვების აკრძალვის წინაშე აღმოჩნდნენ.

მანამდე ვაშინგტონმა გააფრთხილა ჩინეთი, რომ მზადაა დააწესოს სანქციები, თუკი პეკინი გააგრძელებს რუსეთის მომარაგებას ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებით.
ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ იგი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის რომელიმე მხარეს იარაღს არ აწვდის. პეკინი რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინაში “უკრაინის კრიზისს” უწოდებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბურჯანაძე – ჯოზეფ ბორელის განცხადება სწორედ იმას ასახავს, რაც დღეს საქართველოშია – ძალაუფლება კონსოლიდირებული, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირება შეჩერებული და უფუნქციო